ახალი ამბები

საქართველოს პრემიერი 8-10 მაისს აშშ-ს ეწვევა

5 მაისი, 2017 • 2247
საქართველოს პრემიერი 8-10 მაისს აშშ-ს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით, 8-10 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ინფორმაციას ამის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თეთრ სახლში გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან, მაიკ პენსთან. ასევე, გიორგი კვირიკაშვილს სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი.

დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები აშშ-ის სენატის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან. აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდება აშშ-ის წამყვანი საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი იმყოფებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი