ახალი ამბები

ციანიდის საქმე: პროკურორი არ აკონკრეტებს, რომელ მოწმეს დაემუქრნენ

5 მაისი, 2017 • 1952
ციანიდის საქმე: პროკურორი არ აკონკრეტებს, რომელ მოწმეს დაემუქრნენ

ციანიდის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური არ ასახელებს ბრალდების იმ მოწმეს, ვის მიმართაც მუქარის ზარი განხორციელდა.

“ჩვენ იმიტომაც დავხურეთ სხდომა, რომ არ გვინდა საჯაროდ ვთქვათ ის მონაცემები, რომელ ჩვენს მოწმეზე განხორციელდა მუქარა, რა შინაარსის იყო ის. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ დავიცვათ პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება. რელიგიური მოტივი ედო საფუძვლად, რატომაც მუქარა შეუთვალეს ჩვენს მოწმეს”, – განაცხადა წიკლაურმა.

დღეს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სანამ სხდომა დაიხურებოდა, ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ მათ მოწმეს ტელეფონით დაემუქრნენ და ეს მუქარა იყო რელიგიური ხასიათის. პროკურორს არ დაუკონკრეტებია, რას ნიშნავს რელიგიური ხასიათის მუქარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი