ახალი ამბები

ვალერი კვარაცხელიამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

5 მაისი, 2017 • 2184
ვალერი კვარაცხელიამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა დატოვა.

როგორც სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, კვარაცხელიამ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო, თუმცა ოფიციალურად უფლებამოსილება დღეს, 5 მაისს შეუწყდა – მას შემდეგ, რაც საკუთარი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრთან და პრემიერთან შეათანხმა. სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრის ყოფილი მოადგილე ბიზნესსაქმიანობას უბრუნდება. მისი შემცვლელის ვინაობა კი ჯერჯერობით უცნობია.

ვალერი კვარაცხელია ამ თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი