ახალი ამბები

ეკლესია 17 მაისს ხატებით მსვლელობით აღნიშვნას აპირებს

5 მაისი, 2017 • 18123
ეკლესია 17 მაისს ხატებით მსვლელობით აღნიშვნას აპირებს

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, გვარები მთელი საქართველოდან ოჯახებით მოწვეულნი არიან თბილისში 17 მაისს საზეიმო შეკრებაზე და ხატით მსვლელობაზე მის მიერ დაარსებული ოჯახის დღის აღსანიშნავად”, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ვებგვერდი Gvarebi.ge ავრცელებს.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ” Gvarebi.Ge შექმნილია გვართა დალოცვის და საგვარეულო კავშირების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით”.

“თქვენი საგვარეულო ხატები აწყურის და ივერიის ღვთიმშობლის ხატების მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას ვარდების მოედნიდან სამების ლავრამდე, სადაც პატრიარქი საერთო პარაკლისს იმსახურებს.  შეკრება ვარდების მოედანზე და საკონცერტო გამოსვლები დაიწყება 10:00 საათიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.

17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაცია საპატრიარქოშიც დაუდასტურეს.


17 მაისი, ტრნასფობიასა და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, აღინიშნება მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში. ეს დღე ეძღვნება ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობის პრინციპის, თანასწორობის იდეის გამყარებას, დემოკრატიის განვითარებას და ადამიანის ღირსების პატივისცემას.

2014 წელს საპატრიარქომ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღედ დააწესა. მრევლის ნაწილი ამ დღეს მსვლელობით აღნიშნავს რუსთაველის გამზირზე.

მრევლი 2014 წლის 17 მაისს თბილისში © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მრევლი 2014 წლის 17 მაისს თბილისში © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მასალების გადაბეჭდვის წესი