გუშინ, თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 ადამიანი დააკავა.
ბრალდებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით ედებათ, რაც განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
3 მაისს, თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სროლა იყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა კაცი ავტომობილში ჩაცხრილეს, თავდაპირველად “ფეისბუკის” მომხმარებლებმა გაავრცელეს.