5 მაისი

ანონსი – 5 მაისი

09:30 – World Vision  საქართველო იწყებს ქუჩაში ბავშვთა ექსპლოატაციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიასეს არარის ჩემი არჩევანი“.  კამპანიის გახსნის ღონისძიება გაიმართება  თბილისი მარიოტში.


11:00 –  “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” პარტიის ოფისში (ორთაჭალა, გულიას 1) ირაკლი კიკნაველიძის ბრიფინგი გაიმართება. თემა – სარეკლამო კანონი


11:00 –  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გორში დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებებს გადასცემს. მისამართი: გორი, გიორგი ანწუხელიძის ქუჩა (სოციალური საცხოვრისის შენობა)


12:00 –  საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება. სტუმარი: “ ლეიბორისტული პარტია”-ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე. – მიხეილ ქუმსიშვილი. ზაზა კორთხონჯია-“ ლეიბორისტული პარტია”-მარტვილის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელძღვანელი. თემა: მარტვილის გაზიფიცირების და მოსახლეობის სოციალური პრობლემების შესახებ აქციების დაანონსება.


12:00 – სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს სუმოს კავშირის ხელმძღვანელობას და სუმოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების სპორტსმენებს შეხვდება, რომლებმაც თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს.


12:00 – საკონსტიტუციო სასამართლო “თეთრი ხმაურის მოძრაობის” სარჩელს განიხილავს. სარჩელი 260-ემუხლის მე-3 ნაწილის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომელიც ნარკოტიკულისაშუალება “დეზომორფინის” დიდი ოდენობით  პირადი მოხმარების მიზნით დამზადება, შეძენა, შენახვისთვის სასჯელისსახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


12:00 –  საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაჟურნალისტებს TIMSS  და PISA საერთაშორისო კვლევებისა და სახელმწიფო შეფასების  შედეგებს გააცნობს, რომელიც სწავლისშედეგებს, მის დინამიკასა და იმ ფაქტორებს უკავშირდება, რომლებიც გავლენას ახდენს საგანმანათლებლო მიღწევებზე. ადგილი: სასტუმრო ჰოლოდეი ინი.


12:00 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის გიწვევთ დამოუკიდებელი ცხოვრების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც ევროპის დამოუკიდებელი ცხოვრების ქსელის (European Network on Independent Living)საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში იმართება. 


12:30 – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება. სტუმარი:  თენგიზ ჯგუშია -პარტია „თავისუფალი საქართველო“- აღმასრულებელი მდივანი . თემა: ზუგდიდის თვითმართველობაში არსებული ტოტალური ნარკომანია.


13:00 –   პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. დოკუმენტს ხელსპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი,  ხათუნა კასრაძე, მოაწერენ.  ღონისძიების გამართვის ადგილი: სანდრო ეულის ქ N3ა.


13:00  –  ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში (შალვა დადიანის 1/2, თავისუფლების მოედანზე) გაიმართება   კამპანიის “ძალა ევროპაშია” ოფიციალური პრეზენტაცია.


13:00 –   საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება. სტუმარი:  პარტია ,,რეფორმატორების” გენერალური მდივანი  ზვიად გობეჯიშვილი. თემა: ვითარება სასამართლო სისტემაში.


13:30 – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება. სტუმარი: გრიგოლ გაგნიძე „ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორია“- თავმჯდომარე. თემა: ვითარება სასამართლო სისტემაში.


14:00 –  საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება. სტუმარი: ალექსანდრე კობაიძე-„ხალხის პარტია“-თავმჯდომარე. თემა. მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს  კონსტიტუციის ცვლილებებთან და მედიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი