ახალი ამბები

ობამა მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერას უცხადებს [ვიდეო]

4 მაისი, 2017 • 2120
ობამა მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერას უცხადებს [ვიდეო]

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს, ემანუელ მაკრონს მხარდაჭერას უცხადებს. მაკრონის ფეისბუკში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ობამა აღნიშნავს, რომ ცენტრისტ კანდიდატს ფრანგი ხალხისათვის უკეთესი მომავლის შეთავაზება შეუძლია.

“საფრანგეთის წარმატება მთელი მსოფლიოსათვის მნიშვნელოვანია. მე ძალიან მომწონს საპრეზიდენტო კამპანია, რომელიც ემანულ მაკრონმა აწარმოა. ის გვერდით დაუდგა ლიბერალურ ღირებულებებს, მან წინ წამოსწია ის აზრი, რომ საფრანგეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპაში, მსოფლიოში. მას სურს უკეთესი მომავალი ფრანგი ხალხისათვის. ის ღირებულებები მიმართულია ფრანგი ხალხის იმედებისკენ და არა შიშისაკენ,” – აცხადებს ობამა.

3 მაისს გამართულ ბოლო დებატებში, მაყურებლის აზრით, მაკრონი კონკურენტ კანდიდატზე, მარი ლე პენზე უკეთ წარდგა.

ვრცლად ემანუელ მაკრონის შესახებ გაეცანით სტატიას ნეტგაზეთის არქივიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი