ახალი ამბები

ანონსი – 4 მაისი

4 მაისი, 2017 • 1962
ანონსი – 4 მაისი

წარმოგიდგენთ 4 მაისს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:


11:00-ზე, ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პარტია ,,სახელწმიფო ხახლისთვის“ თავმჯდომარე და კამპანია ,,კონსტიტუცია ყველასია“, – ს წევრი ნიკლოზ მაჩუტაძე გამართავს პრესკონფერენციას. თემა: საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საერთო სახალხო განხილვა, პრეზიდენტთან თანამშრომლობა, საკონსტიტუციო ცვლილებები, პლებისციტი, პრეზიდენტის ვადამდელი გადადგომა. კამპანია ,,კონსტიტუცია ყველასია“ და სხვა მიმდინარე თემები.


11:00 ქუთაისის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი. ქუთაისი, დარბაზი №304


11:00 ქუთაისის პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი. ქუთაისი, დარბაზი N301


11:00 დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების დაცვა – პრაქტიკა და გამოწვევები – კომპანია დელოიტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარს გამართავს. დისკუსიის მონაწილეები იმსჯელებენ იმ საკანონმდებლო ვალდებულებებზე, გამოწვევებსა და რისკებზე, რაც შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დამუშავებას უკავშირდება.  სასტუმრო რედისონი, ვარდების რევოლუციის მოედანი #1.


11:00 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე განახლებული კლინიკის – ამტელ ჰოლპიტალის“ გახსნას დაესწრება. მისამართი: წინანდლის 9 (ყოფილი არამიანცის ტერიტორია).


11:30 ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია გამართავს პრესკონფერენციას. თემა: საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მინუსები და პლუსები, პრეზიდენტის არჩევის წესი, საერთო სახალხო განხილვები.


11:30 ქუთაისის პარლამენტში პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი.


12:00 ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, ,,თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრები გამართავენ პრესკონფერენციას და გააკეთებენ განცხადებას. თემა: არსებული ნარკოპოლიტიკა, საკანონმდებლო ცვლილებები, ,,თეთრი ხმაურის“ ინიციატივა.


12:00 ქუთაისის პატლამენტში პარლამენტის პლენარული სხდომა ჩატარდება.


13:00 ევროპის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ევროპის დღის აღსანიშნავ საერთო სახალხო ღონისძიებას გამართავს. ქუთაისი, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი.


15:00 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკი, ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის მონაწილეობით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციას ჩაატარებენ. პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი. ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა N5


17:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ახალგაზრდული თამაშის „ჩემი ევროპული თავგადასავალი“ გამარჯვებულებს გამოავლენენ. პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი. ქუთაისი, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი .


18:00  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქართველი მხატვრის რობერტსტურუას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რობერტსტურუას მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ფერწერული ნამუშევრები – პორტრეტები, პეიზაჟები,რელიგიური თემატიკის სურათები, რეგიონალური თეატრისა  და კულტურის სახლის პლაფონების რეპროდუქციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი