ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან ჟურნალისტ მეჰმან ჰუსეინოვის გათავისუფლებას მოითხოვენ

3 მაისი, 2017 • 3650
აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან ჟურნალისტ მეჰმან ჰუსეინოვის გათავისუფლებას მოითხოვენ

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები პრესის საერთაშორისო დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან დაკავებული ჟურნალისტისა და ბლოგერის, მეჰმან ჰუსეინოვის გათავისუფლებას მოითხოვენ.

“იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო პრესის ფუნდამენტური უფლების, თავისუფლების დღეს აღნიშნავს, მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მეჰმან ჰუსეინოვი და პასუხისმგებლობა დააკისროს მათ, ვინც მის წამებასა და სასტიკ მოპყრობაში მონაწილეობდა. მეჰმან ჰუსეინოვისთვის თავისუფლების აღკვეთა აზერბაიჯანის ხელისუფლების პასუხია კრიტიკულ ჟურნალისტურ საქმიანობაზე. აზერბაიჯანში პოლიტიკური სარჩულით, სულ მცირე, 5 სხვა ჟურნალისტი და ბლოგერია დაპატიმრებული”, – ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

  • Amnesty International
  • ARTICLE 19
  • The Barys Zvozskau Belarusian Human Rights House
  • Bir Duino-Kyrgyzstan
  • Canadian Journalists for Free Expression
  • Center for Civil Liberties
  • Centre for the Development of Democracy and Human Rights
  • Civil Rights Defenders
  • Committee to Protect Journalists
  • Dignity
  • English PEN
  • FIDH, under the Observatory for the Protection of Human Rights Defenders
  • Freedom Files
  • Freedom Now
  • Front Line Defenders
  • Golos Svobody Kyrgyzstan
  • Helsinki Foundation for Human Rights
  • Human Rights Club
  • Human Rights First
  • Human Rights House Foundation
  • Human Rights Watch
  • IFEX
  • International Media Support
  • International Partnership for Human Rights
  • Institute for Reporters’ Freedom and Safety
  • Kazakhstan International Bureau for Human Rights and the Rule of Law
  • Moscow Helsinki Group
  • Netherlands Helsinki Committee
  • Norwegian Helsinki Committee
  • PEN America
  • PEN International
  • People in Need
  • Regional Center for Strategic Studies
  • Reporters Without Borders (RSF)
  • World Organisation Against Torture (OMCT), under the Observatory for the Protection of Human Rights Defenders

აზერბაიჯანელ ბლოგერს, მეჰმან ჰუსეინოვს 2017 წლის 3 მარტს სასამართლომ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აპრილში სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

რეპორტიორთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის თავმჯდომარე, ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვი ბაქოს სასამართლომ პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით პირველად 2017 წლის იანვარში გაასამართლა. მაშინ ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების შემდეგ ჰუსეინოვმა განაცხადა, რომ დაკავების დროს მასზე პოლიციის მხრიდან ზეწოლა იყო. ბრალდების შემდეგ პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელმა, მუსა მუსაევმა ჰუსეინოვის წინააღმდეგ სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა.

მეჰმან ჰუსეინოვი ცნობილი ჟურნალისტი, აქტივისტი და ბლოგერია აზერბაიჯანიდან. იგი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის, “სანკაქის” (SANCAQ) რედაქტორი და აქტიური კორესპონდენტია.

IRFS-ის ცნობით, ჰუსეინოვის ფოტო-ვიდეორეპორტაჟებმა უამრავ ადამიანს მიაქცევინა ყურადღება აზერბაიჯანში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზე. მისი ვიდეორეპორტაჟების ბოლო სერიამ, “კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე დევნამ”, ორგანიზაციის ცნობით, აზერბაიჯანის მმართველი პოლიტიკური ისტებლიშმენტის გაღიზიანება გამოიწვია. 2016 წლის ნოემბერში ჰუსეინოვი IRFS-ის თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი წინამორბედი, ჟურნალისტი რასიმ ალიევი 2015 წლის აგვისტოში ცემით მოკლეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი