ახალი ამბები

თბილისის მერი: ტრანსპორტის საკითხი უნდა მოწყდეს პოლიტიკურ დაპირისპირებას

31 იანვარი, 2013 • • 1290
თბილისის მერი: ტრანსპორტის საკითხი უნდა მოწყდეს პოლიტიკურ დაპირისპირებას

“ქალაქში ტრანსპორტის საკითხი მთლიანად უნდა მოწყდეს პოლიტიკურ დაპირისპირებას. გუშინ ძლივს მიღწეული მყიფე შეთანხმება იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს გამოხდომით ჩაიშალა. მათ მაინცდამაინც დღეს მოუნდათ მიკროვატობუსების დაყადაღება,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

თბი

ყვითელი მიკროავტობუსები
ყვითელი მიკროავტობუსები

ლისის მერის განცხადებით, ასევე, სრულიად არაკომპეტენტური იყო ფინანსთა სამინისტროს პასუხი:

 

“გასაგებია, რომ მინისტრი ამერიკაშია, მაგრამ მის მოადგილეს ის მაინც შეეძლო, რომ წინადადება არ უარეყო, რომელიც პოლიტიკური არანაირად არ იყო და ეთქვა, რომ ამ საკითხს მინისტრთან ერთად გაივლიდა.”

 

თბილისის მერის განცხადებით, მთავრობას მძღოლების პრობლემებზე  გადაწყვეტილების მიღება მარტივად შეეძლო:

 

“ფინანსთა სამინისტროს განკარგულების პროექტი მთავრობისთვის უნდა გადაეგზავნა და მას დაემტკიცებინა, რომლის თანახმადაც, სამარშრუტო ტაქსებს ინდ. მეწარმის სტატუსი ექნებოდათ, თუმცა ფიქსირებული გადასახადი დაწესდებოდა, ზუსტად ისე, როგორც აქვს სოლარიუმებს, საცხობებს, მცირე მაღაზიებს. ვთხოვ ყველას, ამ საქმეში ზედმეტად არ ჩავერიოთ და თუ ჩავერევით, კონსტრუქციულები ვიყოთ იმიტომ, რომ მძღოლებისა და კომპანიის შეთანხმება საკმაოდ რთულია და ამაზეა დამოკიდებული თბილისელების კომფორტული გადაადგილება ცივ ზამთარში. მივმართავ ცენტრალურ მთავრობას და “ოცნების” აქტივისტებს, შეთანხმება თითქმის მიღწეულია და ნუ ჩავშლით ამას. ნუ გადმოვიტანთ თბილისში იმ არეულობას, რაც მთელ საქართველოს ქარივით მოედო”. 

 

თბილისში მიკროავტუბუსების მძღოლები ერთი კვირის განმავლობაში იყვნენ გაფიცულები.

მასალების გადაბეჭდვის წესი