ახალი ამბები

გოგორიშვილი: სასამართლოს ისტორიაში ნინო გვენეტაძე ყველაზე სამარცხვინოა თავმჯდომარეა

3 მაისი, 2017 • 2338
გოგორიშვილი: სასამართლოს ისტორიაში ნინო გვენეტაძე ყველაზე სამარცხვინოა თავმჯდომარეა

დღეს, 3 მაისს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ცენზურის დაწესება მიუღებელია.

ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, დღევანდელი უზენაესი სასამართლო და მისი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარეა მათ შორის, ვინც ოდესმე  რომელიმე სასამართლოს  ჰყოლია საქართველოში.

“მისი ძირითადი საქმიანობა არის კონკრეტული მოსამართლეებზე დამუქრება, რათა მათ ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღონ. ახლა ახალი საქმეც გამოუჩნდა, ჟურნალსიტებთან ვაჭრობა. ფასებზე შეთანხმება არის მეორე მიმართულება, რომლითაც ის დაკავდა. ის იყო იმ ცხრა მოსამართლიდან ერთ-ერთი, რომლებმაც რუსთავი 2-ის საქმეზე სამარცხვინო გადაწყვეტილება გამოიტანა და ეს ძალიან მალე დაადასტურა ევროპულმა სასამართლომ.”

მისივე თქმით,  ყველაზე მიუღებელი იყო ის გამოსვლები, რომლებიც უმრავლესობის წევრებს ჰქონდათ.

“თურმე ცენზურის დაწესება ის საკითხია, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, რომელიც საინტერესოა და რომელიც განსახილველია. ევა გოცირიძე ცდილობს, რომ თავი დაიმკვიდროს როგორც ყველაზე “გამორჩეულმა აქტივისტმა” პრესასთან მიმართებაში, ეს გასაგებია, მაგრამ  როცა ამას პარლამენტის წევრები აკეთებენ, ეს არის მიუღებელი და გასაკვირვებელი.”

ხათუნა გოგორიშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, ევა გოცირიძისთვის სასურველი მექანიზმი მის წინააღმდეგ გამოიყენონ:

“ვიმეორებ, ჩვენ გვყავს უზენაესი სასამართლოს სამარცხვინო თავმჯდომარე; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არის არაფრის მაქნისი და უნიათო. მოგიწოდებთ, ის ახალი რეგულაციები, რომლებიც ქალბატონმა ევამ გააჟღერა და თქვენ, უმრავლესობა მის მხარდაჭერას აპირებთ, შეგიძლიათ ჩემზე გამოიყენოთ. ”

4 აპრილს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საჭოს წევრმა, ევა გოცირიძემ განაცხადა, რომ მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფლი გამონათქვამები დაუშვებელია და ეს სასამართლოს დამოუკიდებლობას აზიანებს.

“მოსამართლის ხელაღებით ლანძღვა და ისეთი ეპითეტების და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, რომელსაც ახლა აქვს ადგილი ზოგიერთი პოპულისტი პოლიტიკოსის და ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან,  მე დავარქმევდი მხოლოდ და მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებით ბოროტად გამოყენებას,”- ამბობს ევა გოცირიძე.

26 აპრილს გამოქვეყნდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება. განცხადებაში იუსტიციის საბჭო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, კომუნიკაციების კომისიას, სახალხო დამცველს, ჟურნალისტებს და სამოქალაქო სექტორს მიმართავს, რომ მოსამართლეების მიმართ ჟურნალისტების მიერ გამოთქმულ “შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ” განცხადებებზე რეაგირება მოახდინონ.

1 მაისს ცნობილი გახდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი სკანდალური სხდომის შესახებ, რომელზეც იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე და წევრები სამი მედიასაშუალების მიწვეულ წარმომადგენელთან ერთად განიხილავენ და გეგმავენ გადაცემებს იუსტიციის საბჭოსა და სასამართლო სისტემის შესახებ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი