ახალი ამბები

4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

3 მაისი, 2017 • 2874
4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დღეს, 12:53 საათზე ლაგოდეხის სიახლოვეს 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობს  ქალაქ ლაგოდეხის ჩრდილო-დასავლეთი, სოფელ ზემო ხეჩილიდან-8კმ-ში.

როგორც, ლაგოდეხის გამგებლის მოადგილემ, გიორგი ბოკერიამ “ნეტგაზეთს” გაუნცხადა, მიწისძვრა რამდენიმე წუთის წინ მოხდა [13:05] და მისი შედეგების შესახებ გადამოწმებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ.

როგორც ბოკერიამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ ზემო ხეშილში იყო, თუმცა დაზუსტებით ჯერჯერობით არაფრის თქმა შეუძლია. გამგებლის მოადგილის თქმით, გამგებელი უკვე ესაუბრა რწმუნებულს, რომელმაც უთხრა, რომ ჯერჯერობით სერიოზულ ზიანზე ინფორმაციას არ ფლობს. ლაგოდეხის გამგეობა ხეჩილის რწმუნებულისგან დამატებით ცნობებს ელოდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი