ახალი ამბებიხელოვნება

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” ვისბადენის ფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის დააჯილდოვეს

3 მაისი, 2017 • 5605
“ჩემი ბედნიერი ოჯახი” ვისბადენის ფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის დააჯილდოვეს

ქართულმა ფილმმა “ჩემი ბედნიერი ოჯახი” ვისბადენის მე-17 საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრის კატეგორიაში გაიმარჯვა. რეჟისორებს ჯილდოს სახით 7500 ევრო გადასცეს. ამავე ფესტივალზე ფილმმა ფილმების კრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIPRESCI) პრიზიც დაიმსახურა.

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მეორე ერთობლივი ნამუშევარია. ის 24 აპრილს ჰონ კონგის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრის მფლობელი გახდა. მისი პრემიერა სანდენსის კინოფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში, ხოლო ევროპული პრემიერა ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. მოგვიანებით ფილმი სოფიის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვისაც დაჯილდოვდა.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, “ჩემი ბედნიერი ოჯახი” პირველი ქართული ფილმია, რომლის გლობალური დისტრიბუციის უფლებები კომპანია “ნეტფლიქსმა” შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმი მსოფლიოს 130 ქვეყანაში საერთაშორისო მაყურებლისათვის ხელმისაწვდომი გახდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი