ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციამ “ღამის მგლები” საქართველოში არ შემოუშვა

3 მაისი, 2017 • 5650
სასაზღვრო პოლიციამ “ღამის მგლები” საქართველოში არ შემოუშვა

რუსული მოტოკლუბის, “ღამის მგლების” წევრები საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის თქმით, რუსი ბაიკერების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ეწინააღმდეგება ქართულ კანონმდებლობას. ხუციშვილის განმარტებით, მესაზღვრეს აქვს დისკრეციული უფლება, გამოიკითხოს მგზავრობის მიზანი და სხვა ინფორმაცია. მისი თქმით, არსებობდა რამდენიმე საფუძველი, რის გამოც მიიღო სასაზღვრო პოლიციამ ეს გადაწყვეტილება.

რუსულმა მედიაში რამდენიმე მოტოციკლისტზე დაყრდნობით წუხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე, არ შემოუშვეს. როგორც მოტოციკლეტები აცხადებენ, საქართველოში შესვლაზე უარის მოტივი მესაზღვრეებს მათთვის არ უთქვამთ. მათი განცხადებით, მსგავსი პრობლემა დაახლოებით 50 მოტოციკლისტს შეექმნა. მოტოციკლესტები ფიქრობენ, რომ ეს შეზღუდვა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად რუსი ბაიკერების საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისში პუტინის მეგობრის, “ქირურგისა” და “ღამის მგლებს” ჩამოსვლა იგეგმებოდა. რუსი ბაიკერების საქართველოში შემოყვანის სურვილი “რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირს” ჰქონდა, რათა 9 მაისს მათი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ პერფორმანსში მიეღოთ მონაწილეობა. ამ ინფორმაციამ საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია და “კრემლის მოტოციკლისტებისთვის” საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მოთხოვნით მალევე ონლაინ–პეტიციაც გავრცელდა.

ანულირებულია - ქართველმა მესაზღვრეებმა რუსი ბაიკერები საქართველოში არ შემოუშვეს. ფოტო "ღამის მგლების" წევრებმა გაავრცელეს.

ანულირებულია – ქართველმა მესაზღვრეებმა რუსი ბაიკერები საქართველოში არ შემოუშვეს. ფოტო “ღამის მგლების” წევრებმა გაავრცელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი