მიტროპოლიტ პეტრეს ცნობით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში ამ დრომდე არ უზიარებიათ

მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავებიდან დღემდე არ უზიარებიათ. ამის შესახებ მღვდელმთავარმა რუსთავის 2-ის გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, მღვდელი კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა აზიარონ.  დეკანოზი რომ დაკავებულია, არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა აზიარონ. მიტროპოლიტი ამბობს, რომ პირადად მას უზიარებია დასჯილი სასულიერო პირები პატრიარქის თხოვნით, დეკანოზი გიორგი მამალაძე კი დანაშაულს არ აღიარებს.

მიტროპოლიტის თქმით, პრობლემური იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ საპატრიარქოს დეკანოზის ზიარების სურვული აქვს, მაგრამ ამის უფლებას ხელისუფლება არ აძლევს.

ზიარება ქრისტიანული რელიგიის რიტუალია, რომლის დროსაც მორწმუნე პურს და ღვინოს იღებს, რომლის მეშვეობითაც, მოძღვრების მიხედვით, ქრისტეს სიწმინდეს ეზიარება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com