თბილისში მტკვრიდან ქალის ცხედარი ამოიტანეს

თბილისში, საპატრიარქოს წინ, ცოტა ხნის წინ მტკვრიდან ქალის ცხედარი ამოიტანეს. როგორც ნეტგაზეთს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა განუცხადეს, ადგილზე მისვლის დროს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მტკვრიდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს. 02.04.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მტკვრიდან ქალის ცხედარი ამოიყვანეს. 02.04.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.