3 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები

09:30 – საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმი. მისამართი Holiday Inn Tbilisi.

10:00 საათზე (შესვენება 13:00-დან 14:00 საათამდე). იხილეთ კანდიდატებთან გასაუბრების VII ჯგუფის გრაფიკი.

10:30-ზე, სასტუმროში „Rooms Hotel“ (თბილისი), „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით ტარდება ღონისძიება – “მშენებლობა საქართველოში: ახალი მიდგომები და პერსპექტივები”

11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისშიგაიმართება პრესკონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იქნება საჯარო დაწესებულებებში საბიუჯეტოსახსრების შემცირებისა და რეორგანიზაციის პროცესის შეფასების თაობაზე კვლევის შედეგი. მის: თბილისი კახიძის #15

11:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრს გახსნის. მისამართი: თბილისი, ლიბანის ქ. N31
11:30 საათზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სტაჟირების საპილოტე პროგრამის კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდება.

მისამართი: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ლეონიძის ქუჩა 3/5

12:00საათზე, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შპს „საქართველოს გაზისტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბენდელიანი, „სოკარ ჯორჯია გაზი“-ისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, პანკისის ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტისსოფელ საკობიანოში ახლად აშენებულ გაზგამანაწილებელ ქსელს დაათვალიერებენ.

12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ალექსანდრე ელისაშვილი და ურბანული ლაბორატორიის დირექტორი გიორგი ბაბუნაშვილი  პრეზენტაციას გამართავენ. თემა: “თბილისის მეტროპოლიტენი: გამოწვევები, შესაძლებლობები და პერსპექტივები”. მის: თავისუფლების მოედანი #2.

13 საათზე – პროექტის „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება – ახალიშესაძლებლობები პროფესიულ განათლებასა და სოფლის მეურნეობაში“შედეგების პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი,განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და საქართველოსსოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნიან. ადგილი: ფაბრიკა, საკონფერენციო დარბაზი, II სართული. მისამართი: ეგნატე ნინოშვილის ქ.N8.

13 საათზე, მზიურში მდებარე საჩოგბურთო კომპლექსს ლეგენდარული ქართველი მოთამაშის ალექსანდრე მეტრეველის სახელი მიენიჭება. კომპლექსის ტერიტორიაზე დამონტაჟდება მემორიალური დაფა.

15:00 პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი კესტუტის იანკაუსკასი გახსნილად გამოცხადებენ კონკურსს ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, რომელიც 2017 წელს საქართველოში მეექვსედ გაიცემა.

15 საათზე, ლოპოტას ტბაზე, სასტუმრო ლოპოტაში, საპარტნიორო ფონდი ხელს მოაწერს,   შპს „ლოპოტა ინვესტმენტთან“  პარტნიორთა შეთანხმებას,  რომელიც  ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოებას ითვალისწინებს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  მთავრობის წევრები დაესწრებიან.

18:30 საათზე გოეთეს ინსტიტუტში ყოველწლიური პროექტი „გერმანული ენის თვე“ ოფიციალურად გაიხსნება,  რომელსაც საზეიმოდ გახსნიან ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი არად ბენკო,  გერმანიის ელჩის მუდმივი წარმომადგენელი მონიკა ლენჰარდი, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი ლუკას ბეგლინგერი და ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი.  გერმანული ენის თვე სლოგანით  „სამი ქვეყანა – ერთი ენა“ წელს უკვე მეხუთედ იმართება, 27 აპრილიდან 25 ივნისამდე გრძელდება და თავისი შინაარსით ყველა იმ კულტურულ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებას მოიცავს, რაც  გერმანულ ენასა და გერმანულენოვან ქვეყნებს შეეხება.

19:00 საათზე თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, ქეთევან ჭავჭანიძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. საქველმოქმედი საღამო კრებულის ავტორის მეუღლეს კონსტანტინე ხუციშვილს ეძღვნება და შემოსული თანხა მის მკურნალობას მოხმარდება.მისამართი : თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, აღმაშენებლის გამზ. #73, „ილიას ბაღი“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com