თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა –  მეორე კი დაშავდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.