10945615_10205849897357420_866645219094647201_n (1)

დაპირისპირება პარლამენტში ვანო ზარდიაშვილსა და უჩა ნანუაშვილს შორის

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენაზე უჩა ნანუაშვილსა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა მოსამართლეთა შეურაცხყოფის აკრძალვაზე და ამ საკითხის შესახებ უჩა ნანუაშვილის პოზიციას.

ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ჩართვას მოსამართლეების “მიზანმიმართულ დისკრედიტციაში ცდილობენ” და რუსთავი 2-ის პოლიტიკა სხვაგვარი იქნებოდა, მაგალითად, უჩა ნანუაშვილის წინააღმდეგ რომ იყვნენ განწყობილი:

“მაგალითად, გადაცემა არჩევანში სათაური იქნებოდა ასე: როგორ ფლანგავს უჩა ნანუაშვილი ხალხის ფულს, მერე ანახებდნენ 140 000-ლარიან მანქანას, რომელიც თქვენ იყიდეთ თქვენი მოადგილისთვის. როგორ არღვევს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებებს და – შრომითი დავა,”- მიმართა ვანო ზარდიაშვილმა უჩა ნანუაშვილს საკომიტეტო განხილვაზე.

უჩა ნანუაშვილმა ეს განცხადება  “სახალხო დამცველის დისკრედიტაციის მცდელობად” შეაფასა და ზარდიაშვილის წარსულის შესახებ ისაუბრა:

“თქვენ 2012 წლამდე იმყოფებოდით და მუშაობდით თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერად სწორედ იმ წლებში, როდესაც ყველაზე მეტი ფაქტები არსებობდა იმის, როდესაც გადაწყვეტილებები იყო უკანონო. გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა იყო 0.1%. ასევე იმ პერიოდში არაერთ ადამიანი, მათ შორის, თქვენი თანამშრომლები გიჩიოდნენ. თქვენ გადანაშაულებდნენ ზეწოლაში და იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნების მხარდასაჭერ აქციაზე მონაწილეობას თქვენ უკრძალავდით… თქვენი მეუღლე ასევე მუშაობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად, რომელსაც ევალება მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების მართვა. აქედან გამომდინარე, გასაგებია ჩემთვის, რატომ არის თქვენითვის მიუღებელი ჩვენი არაერთი რეკომენდაცია,”- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ნანუაშვილს უჩა ზარდიაშვილმა შეკითხვა დაუსვა, თუ რაში სჭირდება სახალხო დამცველს ძვირადღირებული ავტომობილი.

“ასეთი მაღალი ტრიბუნიდან თქვენ მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ საჯარო მოხელე გაგეკრიტიკებინათ, იმაზე, რაც თქვენი პირდაპირი მოვალეობა იყო. რაში სჭირდება სახალხო დამცველს 110 ათასლარიანი მანქანა? ბოდიში, არა, 140 ათასლარიანი. საინტერესო რა არის, იცით? დიფერენცია როგორ მოახდინეთ, რომელ მოადგილეს სჭირდებოდა 100 ათასლარიანი მანქანა და რომელს – 20 ათასლარიანი მანქანა?”- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

უჩა ნანუაშვილმა ამ განცხადებას სიცრუე უწოდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი