ახალი ამბები

პარტიზანული მებაღეობა: ნახანძრალი ხეების ადგილას “ლისი დეველოპმენტს” შენობების აგება სურს

1 მაისი, 2017 • 5077
პარტიზანული მებაღეობა: ნახანძრალი ხეების ადგილას “ლისი დეველოპმენტს” შენობების აგება სურს

ლანდშაფტის არქიტექტურული კომპანიის, “ანდროპოგონის” საიტზე იძებნება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის მიხედვითაც, ამ ტერიტორიაზე დასახლება უნდა შეიქმნას, რაზეც კომპანია აცხადებს, რომ ეს იყო ძველი შემოთავაზებული პროექტი, რომელიც არ დამტკიცდა.

ორგანიზაციის “პარტიზანული მებაღეობა თბილისში” წევრები აცხადებენ, რომ სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც ნახანძრალი ხეები მდებარეობს, კოტეჯების აშენებას გეგმავენ.

ლისი დეველოპმენტის პროექტი ანდროპოგონზე

ლისი დეველოპმენტის პროექტი ანდროპოგონზე ლისი დეველოპმენტის პროექტი ანდროპოგონზე

ანდროპოგონის საიტზე ვკითხულობთ:

“ეს პროექტი მოიცავს თბილისის ჩრდილოეთით მდებარე 355 ჰექტარ ტერიტორიას, რომელიც შერეული გამოყენების პირველი მდგრადი გეგმაა საქართველოში. პროექტის გამოწვევა არის ამ ტერიტორიის ციცაბო მოხაზულობა და წყლის ზედაპირი. პროექტის გუნდთან მუშაობის შედეგად, ანდროპოგონმა შექმნა ჩარჩო, რომლის მიხედვითაც, განაშენიანების გეგმა უნდა შეიქმნას და მშენებლობის პროცესში გაითვალისწინებენ ამ ტერიტორიის ბუნებრივ და კულტურულ რესურსებს, მათ შორის= გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და რეგიონულ კონტექსტს. ეს მიდგომა ხორცს შეასხამს პროგრამებს ახალი სამეზობლოს, საჯარო და დასვენების ადგილების, რესტორნების, სკოლების, სავაჭრო და სამოქალაქო სივრცეების შექმნას”, – წერია საიტის ვებგვერდზე.

კომპანია ლისი დეველოპმენტი გამოეხმაურა ამ ინფორმაციას და განაცხადა, რომ 2007 წელს, სანამ ლისის ტბის განვითარებას დაიწყებდნენ,  მათ 7 ქვეყნის 15 სხვადასხვა არქიტექტორისგან მიიღეს შემოთავაზება. ეს ვერსია, რომელიც დევს, ერთ-ერთი ვერსია, იყო, რომელიც არ დამტკიცდა,

კომპანია აცხადებს, რომ არც ერთი მაშინ შემოთავაზებულ ვერსია არ დამტკიცებულა და კომპანიამ ახალი მიმართულება აირჩია. ისინი ამბობენ, რომ მათ სხვა გენგეგმა აქვთ, რომელსაც ხვალ, 2 მაისს, გაავრცელებენ.

კომპანია აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე არ აპირებენ შენობების აგებას.

“ახალი საქართველოს’ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეებია ხანძრისგან დაზიანებული. ეს ტერიტორია კომპანია “ლისი ლეიქ დეველოპმენტის” საკუთრებაა. კომპანიამ განაცხადა, რომ ეს ხანძარი წინა წლებში ბუნებრივად მოხდა და  სპეციალურად არავის გაუჩენია.

მასალების გადაბეჭდვის წესი