ახალი ამბები

ანონსი: 2 მაისი

1 მაისი, 2017 • 1796
ანონსი: 2 მაისი

9:30 სასტუმრო „თბილისი რუმსში,“ საქართველოს სახალხო დამცველი ევროკავშირის პროექტთან „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსთან“ (OSGF) და „კოალიცია თანასწორობისთვის“ ერთად, გამართავს კონფერენციას ანტი-დისკრიმინაციული კანონის მოქმედების 3 წელი: მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები.


11:00 „პირველის“ პრესკლუბში პარტია ,,რეფორმატორების’’ ლიდერი ირაკლი ღლონტი პრესკონფერენციას გამართავს

თემა: პროპუტინური ორგანიზაცია ,,ღამის მგლები’’ – მორიგი პროვოკაცია და რუსული საფრთხე.

მისამართი: წერეთლის გამზირი 116 “დიდუბე პლაზა” მეორე სართულო
11:00 თბილისის საქალაქო სასამართლოში, iPhone+_სა და “აიტექნიკს” შორის დავის საქმეზე არსებითი სასამართლო სხდომა გაიმართება.

მის. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N6


11:00 “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გამართავს პრესკონფერენციას, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მედიას გააცნობს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შეფასებას.

ადგილი: ორგანიზაციის ოფისი, აღმაშენებლის გამზირი 61


 

11.00 „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ პრესკონფერენციას გამართავს და მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და სრულიად საზოგადობას, რომ ჩაერთონ ახალი ნარკოპოლიტიკის ფორმირების პროცესში.

მისამართი: წერეთლის 2, დინამოს ქვეშ, მე-10 შესასვლელი, Spacehall-ის სივრცე


11.30 “სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” დირექტორი ვლადიმერ ბოჟაძე პრესკონფერენციას გამართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში.

თემა: საკონსტიტუციო ცვლილებები- პრეზიდენტის არჩევის წესი


12:00 ლისის ტბაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონ, საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების წევრებს და ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდება. ასევე გაიმართება საჩვენებელი შეხვედრები და ტრენინგი ნებისმიერი მსურველისთვის.


12:00 ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში ტარდება დასაქმების ფორუმი.

მისამართი: ალექსიძის II შეს. # 3, სპორტის სასახლის მიმდებარედ


 

12:00 ლაშა ჩხარტიშვილი, „დემოკრატიის ინსტიტუტი“-ს ხელმძღვანელი, პრესკონფერენციას გამართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში.


13:00 ვაჟა ადამია – „მერაბ კოსტავას საზოგდოება“-თავმჯდომარე, პრესკონფერენციას გამართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში.


14:00 განათლების საერთაშორისო  ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე საზოგადოებას 2017-2018 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა დაფინანსებისთვის კონკურსსი მონაწილეობისთვის მოთხოვნებსა და პირობებს გააცნობს.


17:00 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება.


17:00 კულტურის სამინისტროში, გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, გაიმართება SOFA – School of Film Agents – კინოაგენტების სკოლის ვორქშოფი.

მასალების გადაბეჭდვის წესი