ახალი ამბები

აუდიტორია 115-ის საპირველმაისო მსვლელობა – “ვის მხარეს ხარ შენ”

1 მაისი, 2017 • 3863
აუდიტორია 115-ის საპირველმაისო მსვლელობა – “ვის მხარეს ხარ შენ”

1 მაისს სტუდენტურმა მოძრაობა “აუდიტორია 115”-მა მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა მოაწყო. როგორც დღეს გამართული სხვა აქციების ორგანიზატორები, სტუდენტებიც ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას ითხოვენ.

გარდა ამისა, სტუდენტები ითხოვენ ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვას, სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფასა და უნივერსიტეტებისთვის პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას.

როგორც აუდიტორია 115-ის ერთ-ერთი წევრი, გიორგი არობელიძე ამბობს, იმის გამო, რომ უნვიერსიტეტები ვერ უზრუნველყოფენ სტუდენტებს საერთო საცხოვრებლის სერვისით, ოჯახებს დამატებითი ფინანსური ტვირთი აწვებათ. სწავლის ხელმისაწვდომობაზე საუბრისას კი ეს კომპონენტიც გასათვალისწინებელია.

“სახელმწიფო უნივრსიტეტებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სტუდენტური საერთო საცხოვრებლები, რადგან შეძ;ონ სტუდენტთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 10%-ის დაკმაყოფილება. ეს არის ისეთი მინიმალური რიცხვი, რომლის შესრულებაც უპირობოდ უნდა მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები ჩამოდიან სასწავლებლად რეგიონებიდან და რეალურად  მათ ამ საცხოვრისით უზრუნველყოფაში ეხარჯებათ იმაზე მეტი თანხა, ვიდრე სწავლის გადასახადია” – ამბობს არობელიძე.1 მაისი აუდიტორია 115

სტუდენტები უნივერსიტეტის დაფინანსების მოდელის შეცვლასაც ითხოვენ. მათი თქმით, თუ დღეს უნივერსიტეტის ბიუჯეტში თანხის ერთადერთი შემომტანი სტუდენტია, ეს წესი უნდა შეიცვალოს და პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადავიდეს. “აუდიტორია 115-ის” წევრებს მიაჩნიათ, რომ არსებული მოდელი აიძულებს უნივერსიტეტს, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მიიღოს, რათა მეტი თანხა შევიდეს მის ბიუჯეტში, თუმცა მეცნიერების ხელშეწყობისთვის ეს თანხა სტუდენტებს მაინც არასაკმარისად მიაჩნიათ.

კიდევ ერთი საკითხი, რაც სტუდენტური მოძრაობის წევრებმა დააყენეს, ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვაა:

“ბანკებისთვის არაპროფილურ საქმიანობაზე აკრძალვის არარსებობა პირდაპირ უქმნის საფრთხეს ბიზნესის განვითარებას. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც მუდმივად გველაპარაკებიან იმ არგუმენტებით, რომ საჭიროა ბიზნესი, ინვესტიცია და ა.შ. პირველ რიგში, მათ ინტერესში უნდა იყოს, საბანკო სფეროს არ ჰქონდეს იმის უფლება, რომ არ განახორციელოს სხვადასხვა ტიპის არაპროფილური საქმიანობა და ამის შედეგი ჩვენ ვიხილეთ რუსთავის აზოტის ქარხანაში” – ამბობს გიორგი არობელიძე.

სტუდენტები თსუ-ის პირველი კორპუსიდან მსვლელობით ვარდების მოედნისკენ გაემართნენ, სადაც პროფესიული კავშირის წარმომადგენლების აქციას შეუერთდნენ და მათთან ერთად პარლამენტის შენობასთან ერთობლივი მანიფესტი წაიკითხეს.

1 მაისი აუდიტორია 115

1 მაისს, სტუდენტურმა მოძრაობა “აუდიტორია 115-მა” მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა მოაწყო 01.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

1 მაისს, სტუდენტურმა მოძრაობა "აუდიტორია 115-მა" მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა მოაწყო 01.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი