ახალი ამბებისაზოგადოება

შეიქმნას ქმედითი შრომის ინსპექცია – სამი აქცია ერთი მოთხოვნით [ფოტო/ვიდეო]

1 მაისი, 2017 • 5591
შეიქმნას ქმედითი შრომის ინსპექცია – სამი აქცია ერთი მოთხოვნით [ფოტო/ვიდეო]

შეიქმნას ქმედითი შრომის ინსპექცია! არა ბიზნესდიქტატურას! დაიცავით ქალის შრომა! – ამ ლოზუნგებით მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა დარგის პროფკავშირებმა, სტუდენტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისში სამი საპროტესტო აქცია გამართეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა?

გაერთიანებული პროფკავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სტუდენტური მოძრაობები სახელმწიფოს მრავალი წელია ქვეყანაში შრომითი პირობებისა და მშრომელთა უფლებების გაუმჯობესებისკენ მოუწოდებენ. მათი მთავარი მოთხოვნა, როგორც გასულ წლებში, კვლავ ქმედითი შრომითი ინსპექციის შემქნაა, რომელიც საწარმო დაწესებულებებში დაარეგულირებს შრომასა და კაპიტალის ურთიერთობას, ასევე, დაიცავს დასაქმებულების უსაფრთხოების პირობებს.

გასული წლების საპირველმაისო აქციებზე შედარებით ნაკლებად იყო ქალთა შრომის საკითხებზე საუბარი, დღეს კი ქალთა ორგანიზაციებმა ცალკე გამართეს საპროტესტო აქცია და მათი შრომის დაფასება მოითხოვეს. ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანას სჭირდება გენდერულად მგრძნობიარე შრომის ისნპექცია, რადგან ქალთა დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში ფართოდ გავრცელებულია.

სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია #115–ის წევრები და პროფკავშირების ახალგარდზული მოძრაობის წარმომადგენლები 13:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ. პარალელურად სხვადასხვა დარგის პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასობით სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანთან ერთად, ვარდების მოედანზე იკრიბებოდნენ. სტუდენტები პროფკავშირების აქციას 15:00 საათისკენ შეუერთდნენ, რის შემდეგაც ერთად აიღეს გეზი პარლამენტისკენ. საპროტესტო აქციის ბოლოს წაიკითხეს საერთო მანიფესტი, რომელიც პარლამენტის შენობაში დატოვეს.

1 მაისის აღნიშვნა სათავეს 1880–იანი წლების ამერიკის შეერთებული შტატებიდან იღებს. 1886 წელს ჩიკაგოში სამუშაო საათების რვა საათამდე შემცირების მოთხოვნით მშრომელთა მასობრივი დემონსტრაცია მიმდინარეობდა, პოლიცია კი მათ დაშლას ცდილობდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ერთ–ერთმა დემონსტრანტმა პოლიციელების მიმართულებით დინამიტი ისროლა, რის საპასუხოდაც სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს. ჯამში, ათობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ პოლიციელებიც. სწორედ ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო მშრომელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა.

1 მაისს, სტუდენტურმა მოძრაობა "აუდიტორია #115"-მა მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა მოაწყო. 01.05.17 ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

1 მაისს, სტუდენტურმა მოძრაობა “აუდიტორია #115”-მა მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა მოაწყო. 01.05.17 ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

 

პროფკავშირებისა და სტუდენტების აქცია/მსვლელობა. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სხვადასხვა დარგის პროფკავშირები, პოლიტიკოსთა მცირე ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული მოქალაქეები 14:00 საათიდან იკრიბებოდნენ ვარდების მოედანზე. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პროფკავშირებისა და სტუდენტების აქცია/მსვლელობა. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საპროტესტო აქციის მოანწილეები მსვლელობის დაწყებამდე. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პროფკავშირებისა და სტუდენტების აქცია/მსვლელობა. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საპროტესტო მსვლელობის დაწყებამდე. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პროფკავშირებისა და სტუდენტების აქცია/მსვლელობა. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ტრანსფარანტები პროფკავშირების აქციაზე. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პროფკავშირებისა და სტუდენტების აქცია/მსვლელობა. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

სამუშაო ადგილზებზე დაღუპულთა რიცხვი გასულ წლებთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია – ტრანსფარანტი აქციაზე. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პროფკავშირებისა და სტუდენტების აქცია/მსვლელობა. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ფროფკავშირების კიდევ ერთი მოთხოვნა – ვეტერინართა უფასო საავადმყოფოს აღდგენა. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პროფკავშირებისა და სტუდენტების აქცია/მსვლელობა. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მსვლელობას ბაიკერები და პროფკავშირების დიდ ავტომობილში მყოფი ახალგაზრდები მიუძღვებოდნენ. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პროფკავშირებისა და სტუდენტების აქცია/მსვლელობა. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პროფკავშირების წარმომადგენლები და სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია #115″–ის წევრები. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პროფკავშირებისა და სტუდენტების აქცია/მსვლელობა. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პროფკავშირებისა და სტუდენტების აქცია/მსვლელობა. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პროფკავშირებისა და სტუდენტების აქცია/მსვლელობა. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პოლიციელი, რომელიც ქალთა მოძრაობის სარვამარტო აქციიდან პოზიტიურად დაამახსოვრდა საზოგადოებას, სტუდენტებისა და პროფკავშირების მთელ მსვლელობას სმატრფონით იღებდა. დღეს ის კანცელარიის წინაც იმყოფებოდა, სადაც ბავშვთა სამყაროს დაზარალებულებთან მოუხდა დაპირისპირება. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პროფკავშირებისა და სტუდენტების აქცია/მსვლელობა. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პროფკავშირებისა და სტუდენტების აქცია/მსვლელობა. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პროფკავშირებისა და სტუდენტების აქცია/მსვლელობა. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ექიმების პროფკავშირები პარლამენტის შენობის წინ. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პროფკავშირებისა და სტუდენტების აქცია/მსვლელობა. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი საპროტესტო აქციის მიწურულს სიტყვით მიმართავს მოქალაქეებს. 1 მაისი, 2017 წ. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი