39889

“ღამის მგლების” ბაიკერები პოლონეთში არ შეუშვეს

რუსული მოტოკლუბის, “ღამის მგლების” წევრებმა პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა ვერ შეძლეს. პოლონეთმა ისინი ქვეყანაში არ შეუშვა. ამის შესახებ “ღამის მგლების” ლიდერმა ალექსანდრე ზალდოსტანოვმა (მეტსახელად “ქირურგი”) “Россия 24”-ს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, პოლონეთის საზღვარი ვერ გადაკვეთეს კლუბის იმ წევრებმა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქე ბაიკერებმა პოლონეთში შესვლა უპრობლემოდ მოახერხეს.

“ღამის მგლები” ბერლინში 9 მაისის აღსანიშნავად მიდიან.

“რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის” ორგანიზებით, 9 მაისს თბილისში შესაძლოა რუსი ბაიკერების ჯგუფი, “ღამის მგლები” ჩამოვიდნენ და ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ პერფორმანსში მიიღონ მონაწილეობა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი ამბობს, რუს ბაიკერებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ახლა ტექნიკურ დეტალებზე მიდის შეთანხმება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com