ახალი ამბები

პოლიციამ კანცელარიის ტერიტორიიდან ხანძრისგან დაზარალებულების კარავი აიღო

1 მაისი, 2017 • 1853
პოლიციამ კანცელარიის ტერიტორიიდან ხანძრისგან დაზარალებულების კარავი აიღო

“სავაჭრო სახლ – ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს და კარავი გაშალეს. მოგვიანებით ტერიტორიაზე სამართალდამცავები გამოჩნდნენ, რომლებმაც კარავი აიღეს. მათ აქციის მონაწილეებს შეკრების გაგრძლეების საშუალება მისცეს, თუმცა აცხადებდნენ, რომ ტერიტორიაზე კარვის გაშლა ნებართვის გარეშე არ შეიძლება.

"ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა მთავრობის კანცელარიასთან კარავი გაშალეს. 01.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა მთავრობის კანცელარიასთან კარავი გაშალეს. 01.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დაზარალებულები სახელმწიფოსგან დამატებით კომპენსაციას ითხოვენ. ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძრის შესახებ განცხადება 30 იანვარს, დილის 4:10 საათზე შევიდა 112-ში. ადგილზე მუშაობდა 30-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება 9:00 საათამდე ვერ მოხერხდა. შენობა სრულად დამწვარია და მერიის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს მისი სრული დემონტაჟი.

ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა, რომელიც “ბავშვთა სამყაროში” გაჩნდა 30 იანვარს, 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი