ახალი ამბები

კობახიძე: ბლოკის პრინციპი ხელს უშლის პარტიული სისტემის განვითარებას

1 მაისი, 2017 • 1526
კობახიძე: ბლოკის პრინციპი ხელს უშლის პარტიული სისტემის განვითარებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცადებით, თუ საქართველოში ბლოკის ინსტიტუტი არ გაუქმდება,  არასდროს არ ჩამოყალიბდება ინსტიტუციონალიზებული პარტიული სისტემა.

ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, 1 მაისს, კონსტიტუციის გადასინჯვის თაობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

კობახიძის თქმითვე, კონსტიტუციის გადასნიჯვისას ბლოკის ინსტიტუტის გაუქმებას აქვს პრინციპული მნიშვნელობა.

“საარჩევნო ბლოკის პრინციპი არის ის, რაც მთელი ამ წლების განვალობაში, 25 წლის განმავლობაში, პრინციპულ დაბრკოლებას უქმნიდა პარტიული სისტემის განვითარებას. თუ ბლოკი შენარჩუნდება კანონმდებლობის დონეზე, მერწმუნეთ, რომ  საქართველოში პარტიული სისტემა არასოდეს ჩამოყალიბდება,”- განაცხადა მან

კობახიძის თქმითვე, ბლოკის ინსტიტუტის ნეგატიური მხარე  ქართული ოცნების პრაქტიკამაც აჩვენა.

“გახსოვთ, როგორი ვაჭრობა წარიმართებოდა კოალიციის შიგნით ამ ბლოკის ინსტიტუტიდან გამომდინარე. იყო, მაგალითად, შემოთავაზება ორპარტიული შეთანხმების გაფორმებაზე იმ სუბიექტის მხრიდან, რომელსაც ჰქონდა ქართულ ოცნებაზე დაახლოებით 40-ჯერ ნაკლები რეიტინგი. ანუ რის საშუალებას აძლევს ბლოკის ინსტიტუტი პოლიტიკურ პარტიებს – შეიძლება, ისინი პარტიებად ვერ ჩამოყალიბდნენ, ვერ განვითარდნენ, შეიძლება დარჩნენ ერთკაციან, ორკაციან პარტიებად, მაგრამ მათ აქვთ საშუალება, რომ შევიდნენ მერკანტილურ გარიგებებში სხვა პოლიტიკურ სუბექტებთან. ამ მერკანტილური გარიგებების საფუძველზე მათ შეიძლება მანდატიც კი მოიპოვონ, ერთი ან ორი, საქართველოს პარლამენტში,  მათ შეიძლება მოიპოვონ სახელმწიფო დაფინანსება აბსოლუტურად არასწორი ფორმით. შეიძლება, დამატებითი პრივილეგიები მოიპოვoნ, როგორიც არის უფასო საეთერო დრო, წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში და ა.შ.”- განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ეს საკთხი ვერ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას გაუნაწილებელ მანდატებზე:

“ვფიქრობ, რომ პარტიული სპექტრის გამსხვილების პირობებში, რასაც გამოიწვევს აუცილებლად ბლოკის ინსტიტუტის გაუქმება, გაუნაწილებელი მანდატები დარჩება იმაზე ნაკლები, ვიდრე ბოლო არჩვნებში გვქონდა.  ჩვენი ამოცანა არის ის, რომ პარტიას დაერქვას პარტია და არაპარტიას არ დაერქვას პარტია,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი