ახალი ამბები

ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

30 აპრილი, 2017 • 2021
ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა სოფელ ხურჩის მცხოვრები ენვერ ბერაია ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

სუს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

სპეციალურ უსაფრთხოების სამსახური არ აკონკრეტებს, მოხდა თუ არა დაკავება საქართველოს კონტროლირებად ტერიოტორიაზე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც  რუსმა სამხედროებმა  საქართველოს მოქალაქე  ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. საქართველოს არაერთი მოქალაქეა დაკავებული როგორც ცხინვალის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, ასევე, აფხაზეთთან.

პრაქტიკის თანახმად, დაკავებულებს ცხინვალი და სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება, როგორც წესი, ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი