ახალი ამბები

არასრულწლოვანი გოგონას გამტაცებელი პოლიციას არ დაუკავებია

30 აპრილი, 2017 • 2248
არასრულწლოვანი გოგონას გამტაცებელი პოლიციას არ დაუკავებია

პოლიციას არ დაუკავებია კაცი, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცა.

შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო შეზღუდვას გულისხმობს, თუმცა მამაკაცი არ დაუკავებიათ “გოგონას ჩვენების საფუძველზე”.

რა განაცხადა გოგონამ პოლიციაში გამოკითხვის დროს – “ნეტგაზეთის” ამ კითხვაზე შსს-ს პრესსამსახური პასუხს არ სცემს, “რადგან მიმდინარეობს გამოძიება” . პოლიციის ცნობით, 29 აპრილს, გამოკითხვის შემდეგ, გოგონა სახლში წავიდა, თუმცა, “ნეტგაზეთის” ხელთ არსებული ინფორმაციით, ის ამჟამად სახლში არ იმყოფება.

მსვლელობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ თბილისში პოლიციის შენობასთან დასრულდა 25.11.2016/ ფოტო: გუკი გიუნაშვილი

მსვლელობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ თბილისში პოლიციის შენობასთან დასრულდა 25.11.2016/ ფოტო: გუკი გიუნაშვილი

“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ბოლო არჩევანი მისი იყო”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გატაცებული არასრულწლოვნის ოჯახის წევრმა.

“როცა 18 წლის გახდება, მერე იქნება ქორწილი.  მისი არჩევანია და მისი უფლებაა და პატივი უნდა ვცეთ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გატაცებულის ახლობელმა.

გოგონა, რომელიც გაიტაცა მასზე 10 წლით უფროსმა მამაკაცმა, 12 ივნისს ხდება 18 წლის.

“ბიჭის მშობლებიც თანახმაა და ჩვენიც, რომ ისწავლოს. ჩააბარებს საატესტატო გამოცდებს და მერე ისწავლის”.

გოგონების, მათ შორის არასწრულწლოვნების  გატაცება საქართველოში ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება. განსაკუთრებით კი აზერბაიჯანულ თემში. დღეს თბილისში ამ საკითხთან დაკავშირებით აქცია იმართება.

წაიკითხეთ: ნუ იცავთ გამტაცებლებს!- თბილისში აქცია გაიმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი