ახალი ამბები

შსს: კაფე “ანტრეს” ყაჩაღურად თავს დაესხნენ

29 აპრილი, 2017 • 2369
შსს: კაფე “ანტრეს” ყაჩაღურად თავს დაესხნენ

ვაკეში, ჩოლოყაშვილის გამზირზე, კაფე “ანტრეს” ყაჩაღურად თავს დაესხნენ. შემთხვევა 28 აპრილს, ღამით მოხდა.

შსს-ს ცნობით თავდამსხმელი ერთი პირი იყო. აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პიველი ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ყაჩაღობას, თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რომელიც ჩადენილია სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი