ახალი ამბები

სოფელ ხურჩაში, გამყოფ ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბოძები ჩაასვეს

29 აპრილი, 2017 • 2332
სოფელ ხურჩაში, გამყოფ ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბოძები ჩაასვეს

სუს-ის ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში ე.წ. სასაზღვრო ზოლის დემარკაციის პროცესი გაგრძელდა, რის გამოც იქ ბოძებია ჩასმული.

საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა, ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე. ეს არის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ფაქტზე მოახდენს რეაგირებას, ისევე, როგორც ყველა შესაბამისი უწყება ყველა დონეზე. ინფორმაცია უკვე მიწოდებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის, მათი დამკვირვებლები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მიაწოდებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე”, – აცხადებს სუს-ი.

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით კი, რუსმა მესაზღვეებმა ე.წ. სასაზღვრო ზოლი 300 მეტრით გადმოსწიეს. ადგილზე დამონტაჟებულია ბოძები და მავთულხლართების გაკეთება იგეგმება. მისი ცნობითვე, ე.წ. საზღვრის მიღმა ადგილობრივების მიწები დარჩა.

“არავის სიტყვა არ უთქვამს აქამდე, ახლა მიითვისეს და დაასვეს ბოძები. ვიყავი, რუსებს ველაპარაკე და მითხრეს, ჩვენი მიწააო” – განუცხადა ადგილობრივმა “რუსთავი 2”-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი