ახალი ამბებიხელოვნება

ქართველი მხატვრის ინსტალაცია საერთაშორისო კონკურსის ფინალშია

27 აპრილი, 2017 • 9063
ქართველი მხატვრის ინსტალაცია საერთაშორისო კონკურსის ფინალშია

ქართველი მხატვარი და მოქანდაკე გიორგი დანიბეგაშვილი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია. დანიბეგაშვილი ფრანსუა შნაიდერის ფონდის (Fondation Francois Schneider) მიერ ორგანიზებული თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ყოველწლიური კონკურსის ფინალისტად დაასახელეს. მისი ნამუშევარი ინსტალაციის კატეგორიაშია ნომინირებული.

გიორგი დანიბეგაშვილის ნამუშევარი "Crystal of the Sea" (ზღვის კრისტალები)

გიორგი დანიბეგაშვილის ნამუშევარი “Crystal of the Sea” (ზღვის კრისტალები), რომელიც კონკურსის ერთ-ერთი რჩეულია.

18 მაისს პარიზში საერთაშორისო 19-კაციანი ჟიური შეიკრიბება, 19 მაისს კი ვატვილერში გალა საღამოზე წარდგენილი 41 ნამუშევრიდან გამოვლინდება მაქსიმუმ 7 გამარჯვებული. 20 მაისს კონკურსის ფინალისტების ექსპოზიცია გაიხსნება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. ასევე გამარჯვებული ნამუშევრის ავტორი ფულად ჯილდოს, 20 000 ევროს მიიღებს. გიორგი დანიბეგაშვილი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თავადაც დაესწრება ღონისძიებას.

მხატვარი გიორგი დანიბეგაშვილი

მხატვარი გიორგი დანიბეგაშვილი

გიორგი დანიბეგაშვილის ნამუშევრების გასაცნობად შესაძლებელია ეწვიოთ მის ვებ-გვერდს.

მასალების გადაბეჭდვის წესი