dhdhdh

პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია არ შეცვლილა

საერთაშორისო ორგანიზაციის, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” [Reporters Without Borders] ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრესის თავისუფლების ინდექსით 2017 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 64-ე ადგილზეა. საქართველოს მონაცემი 2016 წელთან შედარებით არ გაუმჯობესებულა, შარშანაც ქვეყანა ამ პოზიციას იკავებდა.

კვლევის მიხედვით, ბოლო წლების რეფორმებმა საქართველოში მედიაგარემო გააუმჯობესა. მედიაგარემოს გაუმჯობესების ინდიკატორებად მედიის მფლობელთა გამჭვირვალობა და თანამგზავრული მაუწყებლობის მრავალფეროვნებაა მითითებული.

“ჟურნალისტების მიმართ ძალადობა ნაკლებია, თუმცა, მუქარის შესახებ ცნობები ხშირი. გარკვეული პროგრესის მიუხედავად, მედია კვლავ პოლარიზებულია. მედიამფლობელები სარედაქციო პოლიტიკაში ერევიან. მთავარი ტელევიზიის, “რუსთავი 2”-ის მფლობელობაზე დავა მედიაპლურალიზმის შესახებ შფოთვის მთავარი წყაროა. “რუსთავი 2″-ის, როგორც მთავარი ოპოზიციური არხის, ბედი ტესტი იქნება”,- ვკითხულობთ კვლევაში.

პრესის თავისუფლების ინდექსით ლიდერი ქვეყანა ნორვეგიაა, მას შვედეთი და ფინეთი მოსდევენ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com