ახალი ამბები

ენგურის ხიდთან მიმდინარე აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს

26 აპრილი, 2017 • 1629
ენგურის ხიდთან მიმდინარე აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს

ენგურის ხიდთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ერთი ადამიანი დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოდექსის 166 და 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მოქალაქეები, რომლებიც ენგურის ხიდთან საპროტესტო აქციას მართავდნენ, დაკავებული პაატა და აჩიკო როგავების ნათესავები იყვნენ. ისინი ხელისუფლებისგან როგავების ე.წ. დრანდის ციხიდან გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვდნენ. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა ერთი ადამიანი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი