ახალი ამბები

PACE-ში საქართველოს დელეგაციამ თურქეთისადმი კრიტიკული რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა

26 აპრილი, 2017 • 2092
PACE-ში საქართველოს დელეგაციამ თურქეთისადმი კრიტიკული რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციას, რომელიც თურქეთში მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად აფასებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) თურქეთზე მონიტორინგის განახლება გადაწყვიტა, “სანამ ქვეყანა ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ “სერიოზულ წუხილს” დამაკმაყოფილებლად არ უპასუხებს”.

ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც თურქეთს მოუწოდებს საგანგებო მდგომარეობის მაქსიმლაურად სწრაფად გაუქმებისაკენ, ასევე, დაკავებული ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების გათავისუფლებისაკენ.  PACE თურქეთს ასევე მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის უფლებების აღდგენისათვის.

რეზოლუციის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის ხუთმა წევრმა მისცა ხმა:

  • სოფიო ქაცარავა (ქართული ოცნება)
  • ირინა ფრუიძე (ქართული ოცნება)
  • თამარ ჩუგოშვილი (ქართული ოცნება)
  • ზვიად კვაჭანტირაძე (ქართული ოცნება)
  • დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველო)

დღემდე თურქეთი ბულგარეთთან, მონტენეგროსა და მაკედონიასთან ერთად “პოსტ-მონიტორინგის დიალოგში” იყო ჩართული. დღეიდან დაკვირვების პროცედურაში ჩაერთვება. PACE თურქეთის გარდა დემოკრატიას ამ ფორმატში კიდევ 9 სახელმწიფოში აკვირდება: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, საქართველო, მოლდოვა, რუსეთი, სერბეთი და უკრაინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი