ახალი ამბები

სასამართლომ მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

25 აპრილი, 2017 • 2482
სასამართლომ მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ  ბათუმის აქციების საქმეზე დაკავებულ მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტები და ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

საბრალდებო დასკვნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსთან, კახა ბუხრაძესთან შეხვედრის აღწერით იწყება. ამის შესახებ ბუხრაძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში საუბრობს. ბუხრაძის თქმით, მერაბ ღოღობერიძემ კონკრეტული მოქალაქეებისთვის შეღავათის გაწევა სთხოვა, ასევე უთხრა, რომ მართვის მოწმობა არ აქვს და ამის მიუხედავად, ავტომანქანით მოძრაობის დროს არ უნდა დააჯარიმონ.

საბრალდებო დასკვნაში პროკურორებს ამ ეტაპზე არ წარმოუდგენიათ კონკრეტული ფაქტი, რაც მასობრივი არეულობის ორგანიზებას დაადასტურებდა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები ქვებისა და ჯოხების მომარაგებისკენ მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს, “რათა შტურმით აეღოთ პოლიციის შენობა. მათი ქმედება განსაკუთრებით აგრესიული გახდა ღამის პირველის ნახევრიდან…” – წაიკითხა მოსამართლემ ამონარიდი პროკურატურის მიერ მომზადებული დასკვნიდან.

სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებულებს მიმართა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ.

პროკურორები ორივე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვენ. ახლა მოსამართლემ ადვოკატების პოზიცია უნდა მოისმინოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი