ახალი ამბები

კვოტირების მოთხოვნით 30 000 მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ

24 აპრილი, 2017 • 2985
კვოტირების მოთხოვნით 30 000 მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ

“ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა” (Task Force) პარლამენტს მიმართა, კვოტირების შესახებ საკანონმდებლო ინციატივის წარდგენის მიზნით, 30 000 მოქალაქის ხელმოწერის შესაგროვებლად რეგისტრაცია გაატარონ.

ბიუროს 24 აპრილის სხდომაზე შემოსული დოკუმენტაცია შესამოწმებლად საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცა. 

კანპროექტის თანახმად, პარტიების პროპორციულ საარჩევინო სიებში ყოველი მეორე ქალი უნდა იყოს, ანუ დაცული უნდა იყოს სქესთა 50%-იანი ბალანსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის.

“ქალთა რაოდენობით პარლამენტში საქართველო მსოფლიოში 120-ე ადგილს იკავებს 193 ქვეყანას შორის… აღნიშნული მონაცემებით საქართველო ჩამორჩება არა მხოლოდ ევროპულ და დასავლურ სახელმწიფოებს, არამედ, ჩვენზე გაცილებით უფრო კონსერვატიულ სახელმწიფოებსაც, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა არის ძალიან დაბალი და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას,”- აცხადებენ კანონპროექტის ავტორები.

2016 წლის არჩევნების შედეგად, დეპუტატის მანდატი 24-მა ქალმა მოიპოვა, რაც პარლამენტის სრული შემადგენლობის 16%-ია.  2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით კი, კანონპროექტის ავტორების ინიციატივით, მთელი საქართველოს მასშტაბით საკრებულოებში არჩეული დეპუტატების მხოლოდ 11.6% არის ქალი.

მათივე განცხადებით, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი, სადაც ამომრჩეველთა 53% ქალია, იწვევს გენდერული უთანასწორობისა და უსამართლობის განცდას.

ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, საიას იურისტი ირმა პავლიაშვილი “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ 30 000 ხელმოწერის შეგროვება მმართველ  ძალასა და სხვ აპოლიტიკურ პარტიებს დაანახებს, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა საზოგადიების მოთხოვნაა. 

“ეს გზა დავისახეთ, რომ მოქალაქეთა მხრიდან იყოს ინიცირებული. თან დაინახოს ხელსუფლებამაც, რომ საზოგადოებრივი დაკვეთაც არის, როდესაც 30 000 ამომრჩეველი აწერს ამას ხელს, რომ ისინი მზად არიან, მაინც სხვა ლეგიტიმაცია აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი