ახალი ამბებიხელოვნება

ჯგუფ “სახეს” საიუბილეო კონცერტში გოგა ხაჩიძე მონაწილეობას არ მიიღებს

24 აპრილი, 2017 • 9650
ჯგუფ “სახეს” საიუბილეო კონცერტში გოგა ხაჩიძე მონაწილეობას არ მიიღებს

მუსიკალური ჯგუფის “სახე” 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტში გოგა ხაჩიძე მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ის ფეისბუკში წერს. მისი თქმით, ჯგუფის შეკრება ახლა ხელოვნურია.

“მე არ ვმონაწილეობ “სახე 20”-ში და ამით იმ “სახე”-ს გადარჩენასაც შევუწყობ ხელს მეხსიერებაში, მთელი თაობისთვის ერთ-ერთი ნათელი წერტილი, ბედნიერების და აღტაცების მომტანი რომ იყო,” – წერს ხაჩიძე.

ჯგუფის დანარჩენი ორი წევრი, დათო ხუჯაძე და დათო ფორჩხიძე კონცერტს თბილისის საკონცერტო დარბაზში 14 მაისს გამართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი