ახალი ამბები

საქართველოში ყველაზე პოპულარული ვებგვერდი პორნოსაიტია – Alexa.com-ის რეიტინგი

24 აპრილი, 2017 • 29994
საქართველოში ყველაზე პოპულარული ვებგვერდი პორნოსაიტია – Alexa.com-ის რეიტინგი

ვებგვერდების პოპულარული მთვლელის, Alexa.com-ის მიხედვით, დღეისათვის საქართველოში ყველაზე პოპულარული ვებგვერდი პორნოსაიტია –  Porn555.com

საქართველოში ყველაზე პოპულარული 10 ვებგვერდი ამ დროისთვის ასე გამოიყურება:

  1. Porn555.com
  2. Youtube.com
  3. Google.ge
  4. Google.com
  5. Ok.ru
  6. Facebook.com
  7. Mail.ru
  8. Myvideo.ge
  9. Vk.com
  10. Google.ru

Alexa.com მხოლოდ ვებგვერდების შედეგებს ითვლის და მისი მონაცემები არ ეხება (და შესაბამისად არ ითვლება) მობილურ აპლიკაციებს, რომლის მეშვებოთაც სმარტფონის მომხმარებლები სარგებლობენ სხვადასხვა სოციალური ქსელით, მაგალითად, ფეისბუკით.

ზემოხსენებული პორნოსაიტი აზერბაიჯანში მე-18 ადგილზეა, სომხეთში- მე-10 ადგილზე, უკრაინაში- 28-ე ადგილზე.  ზოგადად, პორნოსაიტი პირველ ადგილზე საქართველოს მეზობელ არც ერთ ქვეყანაში არ არის.

Porn555.com მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული ვებგვერდების რეიტინგებში 97-ე ადგილზეა, თუმცა ბოლო თვეში 39 ადგილით წაიწია წინ. ეს ვებგვერდი გერმანიაში მე-60 ადგილზეა, ხოლო ინდოეთში – 43-ზე.

Alexa.com-ის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ვებგვერდის მომხმარებლების უმრავლესობა კაცები არიან. ვებგვერდზე ძირითადად სახლიდან შედიან.

Screen Shot 2017-04-24 at 5.01.28 PM

 

მასალების გადაბეჭდვის წესი