ახალი ამბები

წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის მეორე ტურში მაკრონი და ლე პენი იბრძოლებენ

23 აპრილი, 2017 • 2632
წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის მეორე ტურში მაკრონი და ლე პენი იბრძოლებენ

წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და რადიკალი მემარჯვენე მარი ლე პენი გავიდნენ

დღეს, 23 აპრილს, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ხმის მიცემის პროცესი უკვე დასრულებულია.

წინასწარი შედეგების თანახმად, მაკრონმა 23.7%, ხოლო ლე პენმა 21.7% მიიღო. არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.

ფოტოზე: პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი უყურებს ორი კანდიდატის წინასწარ შედეგებს, რომელთაგან ერთ-ერთი პრეზიდენტის პოსტზე მას ჩაანაცვლებს:

შედეგებს ზეიმობენ როგორც მარი ლე პენის, ასევე ემანუელ მაკრონის მხარდამჭერები.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რადიკალი მემარჯვენე პარტიის, "ეროვნული ფრონტის" ლიდერის, მარი ლე პენის მხარდამჭერები წინასწარ შედეგებს ზეიმობენ. ფოტო: EPA/OLIVIER HOSLET

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რადიკალი მემარჯვენე პარტიის, “ეროვნული ფრონტის” ლიდერის, მარი ლე პენის მხარდამჭერები წინასწარ შედეგებს ზეიმობენ. ფოტო: EPA/OLIVIER HOSLET

ცენტრისტი ემანუელ მაკრონის მხარდამჭერები ზეიმობენ საფრამგეთის საპრეზიდენტო არჩევნების სწინასწარ შედეგებს, რომლის თანახმადაც, მაკრონი მეორე ტურში გავიდა. ფოტო: EPA/YOAN VALAT

ცენტრისტი ემანუელ მაკრონის მხარდამჭერები ზეიმობენ საფრამგეთის საპრეზიდენტო არჩევნების სწინასწარ შედეგებს, რომლის თანახმადაც, მაკრონი მეორე ტურში გავიდა. ფოტო: EPA/YOAN VALAT

 

მასალების გადაბეჭდვის წესი