ახალი ამბები

საქართველოს ნაკრებმა ფინალში რუსეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა

23 აპრილი, 2017 • 9020
საქართველოს ნაკრებმა ფინალში რუსეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა

ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა და გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონი მეცხრედ გახდა.

საქართველოს ნაკრებიდან შეხვედრები მოიგეს ბექა ღვინიაშვილმა, გურამ თუშიშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა და ზებედა რეხვიაშვილმა წააგეს. საბოლოოდ საქართველომ 3-2 მოიგო.

ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალამდე იტალიის, სერბეთის და უკრაინის ნაკრებები დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ევროპის 2017 წლის ჩემპიონია © Georgian Judo Federation - საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ევროპის 2017 წლის ჩემპიონია © Georgian Judo Federation – საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

ძიუდოში ევროპის გუნდური ჩემპიონატი ვარშავაში იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი