ახალი ამბები

ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ძიუდოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება

23 აპრილი, 2017 • 2276
ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ძიუდოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიის, სერბეთის და უკრაინის ნაკრებები დაამარცხეს და ფინალში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ძიუდოში ევროპის გუნდური ჩემპიონატი ვარშავაში იმართება.

ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება, პირდაპირი რეპორტაჟი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე იქნება.

ფინალში მოსახვედრად ძიუდოში მამაკაცთა ნაკრებმა უკრაინა, ხოლოდ რუსეთმა – საფრანგეთი დაამარცხა.

judo

მასალების გადაბეჭდვის წესი