ახალი ამბები

ქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

23 აპრილი, 2017 • 3041
ქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისთან 22 აპრილს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს.

მათივე ცნობით, შეჯახებაში სამი ავტომობილი ფიგურირებდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი