ახალი ამბები

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

23 აპრილი, 2017 • 1882
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 23 აპრილს, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების ფონზე იმართება.

BBC-ის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 50 000 პოლიციელი და 7 000 ჯარისკაცი არის განლაგებული არჩევნებზე უსაფრთხოების დასაცავად.

საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის. წამყვანი კანდიდატები რადიკალი მემარცხენეები ან რადიკალი მემარკვენეები არიან. გამარჯვების ყველაზე დიდ შანსს ოთხ კანდიდატს უწინასწარმეტყველებენ: კონსერვატორ ფრანსუა ფილიონს, რადიკალ მემარჯვენე მარი ლე პენს, ლიბერალ ცენტრისტ ემანუელ მაცრონს და რადიკალ მემარცხენე ჟან-ლუკ მელენონს.

უსაფრთხოების დამატებითი ზომები არის მიღებული ელისეის მინდვრებზეც – სადაც რამდენიმე დღის წინ პოლიციელს ესროლეს. თვდამსხმელი კარიმ ჩურფი ადგილზე მოკლეს. “ისლამურმა სახელმწიფომ” განაცხადა, რომ ჩურფი მათი მებრძოლი იყო.

საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში. ფოტოზე ჩანს "ეროვნული ფრონტის" ლიდერის, მარი ლე პენის საარჩევნო პოსტერი ფოტო: EPA/IAN LANGSDON

მასალების გადაბეჭდვის წესი