ახალი ამბები

ანონსი- 22 აპრილი

21 აპრილი, 2017 • 1511
ანონსი- 22 აპრილი

გთავაზობთ 22 აპრილს, შაბათს დაგეგმილი მოვლენების ანონსს:


პრემიერ-მინისტრი 22 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ირანს ეწვევა


 

09:00  22-23 აპრილს საქართველო სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს ევროპირველობა 21/23 წლამდელებში და უფროსთა შორის ჩატარდება.  I დღეს შეჯიბრება დილის 09:00 საათიდან (ფინალური ბლოკი 15:00), ხოლო II დღეს 10:00 საათიდან (ფინალური ბლოკი 15:00) დაიწყება.  ევროპის ჩემპიონატზე დასწრება თავისუფალია.


11:30  „დედამიწის დღესთან“ დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და აპარატის თანამშრომლები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან ერთად ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში კოლხური ბზის ნერგებს დარგავენ.   


12:00 საათზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: ჭოველიძის #10, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისი


12.00 ოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ  იორმუნღალოში ფისტას ნერგების დარგვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ფისტას ბაღების გაშენებას საქართველოში უცხოური კაპიტალით შექმნილი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია „არიკ ჯგუფი“ ახორციელებს. კომპანიას დაგეგმილი აქვს 1000 ჰექტარზე ახალი, ადგილობრივ კლიმატზე მორგებული ფისტას პლანტაციის გაშენება.


12:30  “ხალხის პარტიის” ოფისში ბრიფინგი გაიმართება. პარტიის ლიდერი ალექსანდრე კობაიძე მართვის მოწმობის 100-ქილიანი სისტემის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით სასულიერო პირებს, მთავრობის წარმომადგენლებს და უწყების თანამშრომლებს მიმართავს. მის: ჯავახიშვილის ქ. #73

 

მასალების გადაბეჭდვის წესი