ახალი ამბებისამართალი

საკონსტიტუციო სასამართლომ თამბაქოსთან დაკავშირებული სარჩელი არ დააკმაყოფილა

21 აპრილი, 2017 • 4132
საკონსტიტუციო სასამართლომ თამბაქოსთან დაკავშირებული სარჩელი არ დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 21 აპრილს  არ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქის სარჩელი, რომელიც  სკოლების მიმდებარე ტერორიტორიაზე  თამბაქოს გაყიდვას ეხებოდა.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ამჟამად მოქმედი კანონით აკრძალულია  თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში. მოსარჩელე ხათუნა ფხალაძე  ამ წესს ასაჩივრებდა საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ თავისუფალი მეწარმეობის უფლებასთან დაკავშირებით.

სასამართლომ მიუთითა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან/სკოლიდან 50 მეტრის რადიუსი არის არეალი, სადაც რეგულარულად იკრიბება/გადაადგილდება არასრუწლოვანთა დიდი რაოდენობა. კერძოდ,  სკოლის გარშემო არსებული ტერიტორია, როგორც სკოლამდე მისასვლელი გზა, ისევე, სკოლის ეზო ან ეზოს გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, როგორც წესი, გამოყენებადია არასრულწლოვანთა თავშეყრისათვის, შესაბამისად, ამ რადიუსში არსებული ნებისმიერი თამბაქოს სარეალიზაციო ობიექტი მომეტებულად მოექცევა არასრულწლოვანთა თვალთახედვის არეში. სასამართლოს შეხედულებით, მხოლოდ პირდაპირი მისასვლელი გზისა და თვალთახედვის არეში მოხვედრის კრიტერიუმები არ არის საკმარისი. სასამართლოს განმარტებით,  თამბაქოს სარეალიზაციო ობიექტსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის არსებული ბარიერი რიგ შემთხვევებში დაძლევადი დაბრკოლებებია არასრულწლოვანთა მხრიდან.       

ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა,  მაია კოპალეიშვილმა  და გიორგი კვერენჩხილაძემ  განსხვავებული აზრი გამოთქვეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი