ახალი ამბები

მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

21 აპრილი, 2017 • 1351
მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი  საქართველოში მოიწვია

გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის  ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტმა დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინ  მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებს შორის საუბარი საქართველო – უკრაინის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებას, ეკონომიკურ, სავაჭრო, ჰუმანიტარულ, სამართლებრივ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო. ასევე  განიხილეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხები, დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები და საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტები.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით უკრაინა ევროპარლამენტის მხარდაჭერას მიიღებს და ქართველების მსგავსად, უკრაინელებსაც ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ უვიზო რეჟიმის სიკეთეებით, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი