ახალი ამბები

აქცია და კონტრაქცია თბილისში უნგრეთის პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით

21 აპრილი, 2017 • 2505
აქცია და კონტრაქცია თბილისში უნგრეთის პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით

თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტთან, სადაც უნგრეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები მივიდნენ ქართულ-უნგრულ ბიზნესფორუმში მონაწილეობის მისაღებად, საპროტესტო აქცია გამართეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, კონტრაქცია კი- “ქართული ძალის” წარმომადგენლებმა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს (CEU) დაუჭირეს მხარი და გააპროტესტეს ორბანის პოლიტიკა, რის გამოც ამ უნივერსიტეტს უნგრეთში დახურვა ემუქრება.

კონტრაქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ უნგრეთის პრემიერის პოლიტიკას, მათ შორის- საიმიგრაციო საკითხებში, რომელიც არის მკაცრი და არატოლერანტული მიგრანტების მიმართ. ამას გარდა, კონტრაქციის მონაწილეები სოროსელებად მოიხსენიებენ CEU-ს მხარდამჭერებს.

“ქართველები ვართ და სოროსელობა არავის არ გაუვა. არ გაუვათ საქართველოში ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაციები”, – აცხადებს კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი მუხიგულაშვილი

როგორც კონტრაქციის ერთ-ერთი მინაწილე, შოთა მარტინენკო ამბობს, ისინი თავისფლების მოედანზე უნგრეთის პოლიტიკის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რადგან მიჩნიათ, რომ ის ევროპაში ყველაზე ადეკვატურია:

“მიგვაჩნია, რომ უნგრეთის პოლიტიკა ემიგრაციის საკითხში, ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხებში, არის ყველაზე ადეკვატური. ეს არის ევროპის გადარჩენის შანსი. ჩვენ ვაპროტესტებთ ამის წინააღმდეგ გამართულ აქციას, კონტრაქციას ვმართავთ და გვინდა დავაფიქსიროთ, რომ ის აზრი არ არის ერთადერთი აზრი ქართულ საზოგადოებაში”.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

CEU-ს მხარდამჭერების აქცია ვიქტორ ორბანის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი. 21.04.2017

პოლიციის მობილიზაცია ქორთიარდ მარიოტთან ორბანის ვიზიტთან დაკავშირებით აქციისა და კონტრაქციის მონაწილეების დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად

პოლიციის მობილიზაცია ქორთიარდ მარიოტთან ორბანის ვიზიტთან დაკავშირებით აქციისა და კონტრაქციის მონაწილეების დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად

კონტრაქციის მონაწილეების პლაკატი/ ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი. 21.04.2017 კონტრაქციის მონაწილეების პლაკატი/ ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი. 21.04.2017 კონტრაქციის მონაწილეების პლაკატი/ ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი. 21.04.2017
აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონს მიღმა. ფოტო: ქეთი მაჭავარინია/ნეტგაზეთი. 21.04.2017

აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონს მიღმა. ფოტო: ქეთი მაჭავარინია/ნეტგაზეთი. 21.04.2017

კონტრაქციის მონაწილეები პოლიციის კორდონს მიღმა. ფოტო: ქეთი მაჭავარინია/ნეტგაზეთი. 21.04.2017

კონტრაქციის მონაწილეები პოლიციის კორდონს მიღმა. ფოტო: ქეთი მაჭავარინია/ნეტგაზეთი. 21.04.2017

მასალების გადაბეჭდვის წესი