სოხუმი, აფხაზეთი; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

დაურ კოვე: საქართველოში აფხაზეთის სტატუსის საკითხი აქტუალობას კარგავს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტის შეფასების დროს ქართული მხარის რეაქციებზე და განცხადებებზეც ისაუბრა  ,  რომლებიც აღნიშნული ვიზიტის შესახებ გაკეთდა.

დაურ კოვემ ასევე განაცხადა, რომ რეალურად, აფხაზეთის სტატუსის თემის წამოწევით მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაა დაინტერესებული.

“თავად ქართულ საზოგადოებაში აფხაზეთის სტატუსის საკითხის აქტუალობა ყოველწლიურად მცირდება, თუმცა ხელისუფლება არ იღლება ამ საკითხის წამოწევით, რათა ხალხი სოციალური პრობლემებიდან გადართონ”.

ამ შემთხვევაში დაურ კოვე NDI-ის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევების შედეგებს ეყრდნობდა.

NDI-ის ბოლო რამდენიმე წლის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის ტერიტორიული მთლიანობის თემის აქტუალობა იკლებს და ის სხვადასხვა ეკონომიკური ტიპის საკითხით ჩანაცვლდა. კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, NDI-ის ბოლო, 2016 წლის მარტის კვლევის შედეგებით, წინა შედეგების მსგავსად, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი პირველ სამეულში აღარ არის და 23% -ით მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

სოხუმი, აფხაზეთი; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

სოხუმი, აფხაზეთი; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

ავტორი