ახალი ამბები

ანონსი – 21 აპრილი

21 აპრილი, 2017 • 2600
ანონსი – 21 აპრილი

წარმოგიდგენთ 21 აპრილს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

09.30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო გახსნიან. 12.00 საათზე ბიზნესფორუმს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიკტორ ორბანი შეუერთდებიან.


10:00 საათზე სასტუმროში ქორთიარდ მარიოტი დაბალბიუჯეტიანი უნგრული კომპანიაWizz Air-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბარადი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია ვიზეარის ბაზირების 6 თვის შეჯამება


10:30 საათზე თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ ფონდ„ღია საზოგადოება – საქართველოს“ ორგანიზებით, გაიმართება კონფერენცია „თანასწორობის პოლიტიკა და ძირითადი გამოწვევები საქართველოში“. კონფერენციას გახსნის ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი.


12:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე CEU-ს მხარდამჭერი აქცია გაიმართება: “სოლიდარობა უნგრელ დემოკრატებს, უნგრეთის ახალგაზრდულ ჯგუფებს, უნგრეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს!”. აქცია საქართველოში უნგრეთის პრემიერის ვიზიტთან არის დაკავშირებული. ამავე დროს, ამ ტერიტორიაზე დაგეგმილია კონტრაქციაც.


12:00 საათზე “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” ოფისში (ორთაჭალა, გულიას 1) დავით ბაქრაძის ბრიფინგი გაიმართება. თემა – პლებისციტი.


13.00 საათზე საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და JWT Metro-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის თანახმად სტუდია მეტრო სოლიდარობის ფონდს უსასყიდლოდ გადასცემს სოციალური კამპანიის წარმოების პროექტს, მათ შორის რამდენიმე სოციალური რგოლის სცენარს. საკონტაქტო პირი – ნინო კოტარია 577 22 08 24


14:00 საათზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნული უმცირესობების საბჭოს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს წარუდგენს. მისამართი: სასტუმრო „ბეტსი“, კოტე მაყაშვილი ს32-34


17:00 საათზე, ანბანის კოშკში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მეუღლე სოფიო ბაკურიძე 21-22 აპრილსსაქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეებს ბათუმში უმასპინძლებს.


17:30 საათზე  სასტუმრო რუმსში სტარტს აიღებს 48 საათიანი ჰაკათონი, სადაც  პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტერები, მეწარმეები და პროექტ-მენეჯერები განავითარებენ კრეატიულ იდეებს და შექმნიან სამუშაო პროტოტიპებს.  პროექტის თანაორგანიზატორია Impact Hub Tbilisi, ხოლო მხარდამჭერები თიბისი ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების საგენტო. მისამართი: სასტუმრო რუმსი, კოსტავას #14


19:00 საათზე “არტარეა გალერეაში” გაიმართება უტა ბექაიას სოლო გამოფენა “კინტოს სიზმრები”. დოდო აბაშიძის ქ. 10, თბილისი.


19:00 საათზე თბილისის საკრებულოს შენობაში, საქართველო-გერმანიის წელი (2017) ოფიციალურად გაიხსნება. სლოგანით „მომავლის მემკვიდრეობა. წელს ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პატრონაჟით, ერთად აღნიშნავენ მათი ურთიერთობების მნიშვნელოვან თარიღებს: 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლას და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. 2018 წელს კი 100 წელი სრულდება გერმანიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებიდან.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი