ახალი ამბები

თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის გივი ბერიკაშვილის სახელის მინიჭება იგეგმება

20 აპრილი, 2017 • 2717
თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის გივი ბერიკაშვილის სახელის მინიჭება იგეგმება

“საკრებულოს წინაშე დავაყენებთ ინიციატივას ერთ-ერთი ქუჩისთვის გივი ბერიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ”, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ავრცელებს.

,,ინტერესით ვაკვირდებით სოციალურ ქსელში საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებებს თბილისში ერთ-ერთი ქუჩისთვის გივი ბერიკაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით. გივი ბერიკაშვილი ნამდვილად არის ის პიროვნება, რომლის შემოქმედება და ღვაწლიც სამაგალითოდ უნდა იყოს დაფასებული და უკვდავყოფილი. ჩვენი და ქართული საზოგადოების მოსაზრებები თბილისის  ერთ-ერთი ქუჩისთვის გივი ბერიკაშვილის სახელის დარქმევასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა; აქედან გამომდინარე, გამოვიყენებთ კანონმდებლობით მონიჭებულ უფლებამოსილებას და საკრებულოს წინაშე დავაყენებთ ინიციატივას ერთ-ერთი ქუჩისთვის გივი ბერიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ. კონკრეტული ქუჩის შერჩევასთან დაკავშირებით  აქტიური კონსულტაციები გაიმართება მსახიობის ოჯახის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებთან. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს’’, – ნათქვამია ალიბეგაშვილის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი